„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების შესაძლებლობა.
ძირითადი მოვალეობები:
კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე განსახორციელებელი შესყიდვების უზრუნველყოფა;
ბაზრის შესწავლა, შესაბამისი მომწოდებლებისა და პროდუქციის მოძიება;
კომპანიისათვის მისაღები ფასებისა და პირობების შესახებ მოლაპარაკების წარმოება;
შესაძენი ინვენტარის ხარისხისა და ვადების კონტროლი;
გადარიცხვების უზრუნველყოფა და ხარჯის ანალიზი;
შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაცისა წარმოება და პროგრამული ასახვა;
არსებული ნაშთების კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
სასურველია, უმაღლესი განათლება;
სასურველია, 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით;
სასურველია, ინგლისური ენის ცოდნა;
აუცილებელია, MS Office პროგრამების ცოდნა.
სამუშაო პირობები:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე;
ადგილმდებარეობა - თბილისი.
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
კვება;
პარკინგი;
ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსებისა და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 17 დეკემბერი, 2024.
ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!