„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
შიდა ბრენდინგზე მუშაობა, აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, მომზადების პროცესის კოორდინაცია და შესრულების ვადების კონტროლი;
HR დეპარტამენტთან ერთად ონბორდინგზე მუშაობა;
HR დეპარტამენტთან ერთად, კომპანიის შიდა მესიჯ ბოქსის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა;
კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზება;
ბრენდირებული ნივთების და სხვა საჩუქრების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
შიდა ბრენდის პლატფორმის შექმნაში მონაწილეობის მიღება და შემდგომი მონიტორინგი;
კომპანიის შიდა საკომუნიკაციო არხების შექმნა, დანერგვა და მონიტორინგი;
ბრენდის პოზიციონირებისა და თანამშრომლების შეხედულებების ანალიზი, მიღებული უკუკავშირის საფუძველზე ახალი აქტივობების ინიცირება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია, უმაღლესი განათლება, მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
აუცილებელია, მინ. 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
ინგლისური ენის ცოდნა;
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტები
კვება;
პარკინგი;
ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 13 დეკემბერი, 2024.
ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!