„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების შესაძლებლობა.

  

შესასრულებელი ამოცანები:


  • კაზინოს პროდუქტების განვითარებაზე ზრუნვა;

  • პროდუქტის შესახებ ცნობადობის ამაღლება და პოპულარიზაცია;

  • კაზინოს პროდუქტების გვერდების ორგანიზება და მართვა;

  • მომიჯნავე დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია, მათთან ერთად ბანერებისა და საჭირო მატერიალების მომზადება, საიტზე განთავსება;

  • არსებული მომხმარებლების ბაზის სრულყოფილად შესწავლა და მათზე მორგებული აქტივობების დაგეგმვა;

  • პროდუქტებისთვის შესაბამისი წამახალისებელი აქციების ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და საჭიროებების მიხედვით დაგეგმვა, ბიუჯეტირება, განხორციელება და მონიტორინგი;

  • მომხმარებლისთვის განსაზღვრული პროცესის სრულად გააზრება, ოპტიმიზაცია, თამაშების in-game განახლება, რედიზაინი, UI/UX გაუმჯობესება;

  • პროდუქტის მომწოდებლებთან კომერციული პირობების შეთანხმება, Roadmap-ის მომზადება და პერიოდული კომუნიკაცია;

  • პერიოდული რეპორტების მომზადება და ანალიზი.

 

 ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, გემბლინგის ინდუსტრიაში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;

  • აუცილებელია, ექსელსა და Power BI-ში რეპორტების აწყობის და ანალიზის გამოცდილება;

  • აუცილებელია, პროდუქტების წესების ცოდნა;

  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

  • ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; 

 

სამუშაო პირობები:

 

  • ხუთი სამუშაო დღე კვირაში

  • სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ

  • ადგილმდებარეობა - თბილისი

  

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტები

 

  • კვება;

  • პარკინგი;

  • ბონუსი;

  • კორპორატიული დაზღვევა;

  • პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com

  

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 29 აპრილი, 2024.


ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!

 

გამოაგზავნეთ განაცხადი

თქვენი განაცხადის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ, რომ შპს „ბეთლაივმა“ (ს/ნ: 404983238; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, პეკინიზ გამზ., N41) დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის თანხმობის საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს შპს „ბეთლაივის“ მიერ აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა და შეფასება მოქმედი ან/და სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებთან, აპლიკანტსა და შპს „ბეთლაივს“ შორის შრომითი ურთიერთობის წარმოშობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს მიერ წინამდებარე განაცხადის ფარგლებში მოწოდებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1.5 წლის (წელიწადნახევრის) ვადით, რის შემდეგაც იგი წაიშლება/განადგურდება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. აპლიკანტი უფლებამოსილია ელექტრონულ ფოსტაზე: hrteam@betlive.com მიმართვის გზით მოითხოვოს ინფორმაცია შპს „ბეთლაივის“ მიერ მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, შევსება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება. შპს „ბეთლაივსა“ და აპლიკანტს შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ წინამდებარე განაცხადის ფარგლებში მოწოდებული პერსონალური მონაცემები შეინახება HireHive LTD-ის (ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში (Cloud), რომლის შესახებაც დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ-გვერდზე: www.hirehive.com