სპორტის პროდუქტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების შესაძლებლობა.
ძირითადი მოვალეობები:
სტრატეგიის ჩამოყალიბება და არსებული პროცესების გაუმჯობესება კომპანიის ღირებულებების შესაბამისად;
სპორტის პროდუქტების პროგრამული უზრუნველყოფის მოდიფიცირების ყველა ეტაპის მონიტორინგი;
არსებული გამოწვევების აღმოჩენა, მათი გადაჭრის გზების მოძიება, ახალი იდეების და პროექტების ინიცირება;
სპორტის პროდუქტის გუნდისა და პროცესების მართვა, გუნდის განვითარებაზე ზრუნვა;
მომხმარებლისთვის შეთავაზებული აქციების მონიტორინგი და მათი გამოცდილების გაუმჯობესება;
პარტნიორ კომპანიასთან კომუნიკაცია და მოლაპარაკების წარმოება;
საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა დეპარტამენტებთან კომუნიკაცია;
ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი;
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით;
აუცილებელია, გუნდის მართვის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
აუცილებელია, ანალიტიკური უნარების ქონა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვის უნარი;
კომპანიის პროდუქტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
ხუთი სამუშაო დღე კვირაში
სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ
ადგილმდებარეობა - თბილისი
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
ბონუსი;
კვება;
პარკინგი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდა/განვითარების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 20 მარტი, 2025.
გისურვებთ წარმატებას!