„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

 

შესასრულებელი ამოცანები:

 

  • პლატფორმის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნა და შესრულება;

  • კროს-ფუნქციური გუნდების (UX/UI, Development, Marketing, Operations) კოორდინირება;

  • მომხმარებელზე და ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული პროდუქტის განვითარების გეგმის (roadmap) მართვა;

  • ციფრული მარკეტინგის კამპანიებში მონაწილეობა და არხობრივი სტრატეგიის ჩამოყალიბება;

  • პროდუქტის მეტრიკების ანალიზი და შედეგების მონიტორინგი;

  • პრიორიტეტების განსაზღვრა ბიზნეს შედეგებისა და ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით;

  • ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენციის ანალიზი პროდუქტის გაუმჯობესების მიზნით .


ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამოცდილება კროს-ფუნქციური გუნდების მართვაში;

  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;

  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის მაღალი უნარები;

  • ტექნოლოგიური ფონი ან პლატფორმული პროდუქტების ცოდნა;

  • მომხმარებლის გამოცდილების (UX) ანალიზის გამოცდილება;

  • მონაცემთა ანალიტიკის ინსტრუმენტების ცოდნა (Google Analytics, Mixpanel, ან მსგავსი).

 

სამუშაო პირობები:

 

  • ხუთი სამუშაო დღე კვირაში

  • სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ

  • ადგილმდებარეობა - თბილისი

  

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

 

  • კვება;

  • პარკინგი;

  • ბონუსი;

  • კორპორატიული დაზღვევა;

  • პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და გამოგვიგზავნოთ თქვენი პორტფოლიო. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com

  

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 14 აგვისტო, 2025.

 

ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!

გამოაგზავნეთ განაცხადი