„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
სპორტის მიმართულებით პროექტების ინიცირება და პროცესში ჩართულობა, მონიტორინგი;
პროექტის ვადების დადგენა, დედლაინების დაცვა, პრეზენტაციების მომზადება;
აქციების დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
საიტზე სპორტის ფუნქციონალის გამართული მუშაობის ზედამხედველობა, ახალი ფუნქციონალების მოფიქრება;
სპორტის გვერდის ყოველდღიური და ყოველკვირეული კონტენტის მართვა;
სექტორში არსებული თანამედროვე ტენდენციების და ტრენდების მუდმივი მონიტორინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
სასურველია, უმაღლესი განათლება;
უპირატესობად ჩაითვლება, ციფრულ პროდუქტებზე მუშაობის გამოცდილება;
პოპულარული სპორტების ტენდენციების ცოდნა და მათ მიმართ ინტერესი;
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
სამუშაო პირობები:
ხუთი სამუშაო დღე კვირაში
სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ
ადგილმდებარეობა - თბილისი
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
კვება;
პარკინგი;
ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და გამოგვიგზავნოთ თქვენი პორტფოლიო. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 28 იანვარი, 2025.
ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!