Technology Partnerships Manager
„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლებთან და სხვა გარე ვენდორებთან ურთიერთობის მართვა;
პოტენციური პარტნიორების მოძიება და მათთან პირველადი მოლაპარაკებების წარმოება;
კომერციული და სახელშეკრულებო პირობების მოლაპარაკება გარე ვენდორებთან;
შეთანხმებული პირობების შიდა კოორდინაცია და მათი შესრულების მონიტორინგი;
შიდა სტეიკჰოლდერებთან კომუნიკაცია (ინფორმაციული ტექნოლოგიები, იურიდიული დეპარტამენტი, მარკეტინგი, პროექტების დეპარტამენტი და სხვა);
სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის შიდა პროდუქტის მფლობელთან (internal software product owners) კოორდინაცია;
მომსახურების დონეების (SLA) შესრულების კონტროლი და მომსახურების ხარისხის მონიტორინგი;
ტექნიკურ გუნდებთან კოორდინაცია პროექტების ფარგლებში;
პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების სტატისტიკის ანალიზი და შესაბამისი რეპორტის წარმოება;
საოპერაციო ხარჯების ანალიზი და ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე რეკომენდაციების მომზადება/გაცემა;
კომპანიაში გამოყენებული ტექნიკური სტეკის ანალიზი და რეკომენდაციების გაცემა;
სხვადასხვა პროექტში ჩართულობა;
ხელმძღვანელთან რეგულარული ანგარიშგება;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან შესაბამისი მიმართლებით;
სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის გამოცდილება;
პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვების გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად;
AI ხელსაწყოების კომპანიის მიერ გამოყენების / დანერგვის გამოცდილება;
კარგი მოლაპარაკების უნარი;
ანალიტიკური უნარები;
დროის ეფექტური მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
გუნდურობა;
დამატებითი ინფორმაცია:
აღნიშნული პოზიცია იქნება COO-ს უშუალო დაქვემდებარებაში;
სამუშაო პირობები:
ხუთი სამუშაო დღე კვირაში
სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ.
ადგილმდებარეობა - თბილისი
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
კვება;
პარკინგი;
ყოველთვიური ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსებისა და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 3 აპრილი, 2026.
ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!