betlive ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, შექმნას ყველაზე სწრაფი, კომფორტული და, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მორგებული სათამაშო სივრცე.


ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური და მუდმივი შესაძლებლობა.


  

შესასრულებელი ამოცანები:

  • თანამშრომლებისთვის ტექნიკური კონსულტაციისა და მხარდაჭერის გაწევა;

  • კომპანიის კომპიუტერული ტექნიკის გამართული და უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა;

  • პერიფერიული მოწყობილობების ტექნიკური მხარდაჭერა;

  • კომპანიის შიდა ქსელის მართვა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

  • ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება და დანერგვა;

  • კომპანიაში არსებული სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური მხარდაჭერა;

  • ტექნიკური საკითხების დროულად გადაჭრის მიზნით სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა;

  • საგანგებო სიტუაციებისა და მნიშვნელოვანი ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში 24/7 რეჟიმში მუშაობისთვის მზადყოფნა;

  • სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

  • ინგლისური ენის ცოდნა;

  • კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების ტექნიკური მხარდაჭერის გამოცდილება;

  • შიდა ქსელის ადმინისტრირების საბაზისო ცოდნა;

  • ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკისა და ეფექტურად გადაჭრის უნარი;

  • სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი;

  • გადაუდებელ და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

 სამუშაო პირობები:

  • სტანდარტული გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00;

  • სამუშაო ადგილი: თბილისი;

  • On - Site


კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტები:

  • კვება;

  • პარკინგი;

  • ბონუსი;

  • კორპორატიული დაზღვევა;

  • პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, რის შემდეგაც ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com


რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 17 სექტემბერი, 2026.

 

betlive გისურვებთ წარმატებას!

გამოაგზავნეთ განაცხადი