„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე. ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების შესაძლებლობა.

 

შესასრულებელი ამოცანები:

  • პროექტის მოთხოვნებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა;

  • ეფექტური სატესტო სცენარების (Test Cases) და ჩექლისთების მომზადება;

  • ფუნქციონალური, რეგრესიული და UI/UX ტესტირების ჩატარება სხვადასხვა პლატფორმაზე (Web, Mobile, Desktop);

  • ხარვეზების აღმოჩენა, მათი დეტალური აღწერა Bug Tracking სისტემაში და რეპორტინგი;

  • გასწორებული ხარვეზების გადამოწმება და პროდუქტის ხარისხის კონტროლი რელიზამდე;

  • სატესტო გარემოსა და მონაცემების მომზადება ტესტირებისთვის.


ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია, მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

  • ტესტირების სხვადასხვა მეთოდებისა და ინსტრუმენტების ცოდნა;

  • ტესტ ქეისების წერის გამოცდილება;

  • Devtools-ის გამოყენება (HTML, CSS საბაზისო დონეზე ცოდნა, კონსოლის გამოყენება);

  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვა;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • სასურველია, bug tracker რომელიმე თულთან მუშაობის გამოცდილება (Asana, Trello და სხვა);


სამუშაო პირობები:

 

ხუთი სამუშაო დღე კვირაში

სამუშაოს დრო: 09:00-18:00 სთ.

ადგილმდებარეობა - თბილისი

 


ბენეფიტები:

  • ბონუსი

  • კვება

  • კორპორატიული დაზღვევა

  • პარკინგი

  • პროფესიული ზრდა/განვითარების დაფინანსება

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com

 

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 27 მაისი, 2026.

 

გისურვებთ წარმატებას!

 

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება შპს „ბეთლაივი“ (ს/ნ: 404983238; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, დიდუბის რაიონი, აკაკი წერეთლის გამზირი, N 123) კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: • ბეთლაივი თქვენ შესახებ დაამუშვებს ვაკანსიის განაცხადში და რეზიუმეში მითითებულ პერსონალურ მონაცემებს (მაგ. სახელი, გვარი, პოზიცია, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ.). • თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 6 წლის ვადით (საშუალო მენეჯმენტის ქვემოთ ნებისმიერი კანდიდატის ინფორმაცია - 2 წლის ვადით; საშუალო მენეჯმენტის კანდიდატის მონაცემები: 4 წლის ვადით და უმაღლესი მენეჯმენტის კანდიდატის 6 წლის ვადით), რის შემდეგაც იგი წაიშლება/განადგურდება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.; • თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს „ბეთლაივი“ ამუშავებს თქვენ შესახებ ასევე, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ: პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი მარიამ მიქელთაძე: DPO@betlive.com ან ადამიანური რესურსების განყოფილება: hrteam@betlive.com • რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. • შპს „ბეთლაივსა“ და აპლიკანტს შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. • გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ წინამდებარე განაცხადის ფარგლებში მოწოდებული პერსონალური მონაცემები შეინახება HireHive LTD-ის (ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში (Cloud), რომლის შესახებაც დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ-გვერდზე: www.hirehive.com.