„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების შესაძლებლობა.
ძირითადი მოვალეობები:
ყოველდღიური და ყოველთვიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად;
სასაქონლო მატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია;
ხელფასების საბუღალტრო პროგრამაში დარიცხვა;
საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამულად და მათი კონტროლი;
საგადასახადო დეკლარაციებისა და სხვადასხვა ტიპის პერიოდული ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
გარე კომპანიებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია, თანხების შედარება;
შიდა პროგრამიდან ამოღებული მონაცემების დამუშავება მოთხოვნის საფუძველზე;
სხვადასხვა ტიპის და პერიოდულობის რეპორტების მომზადება;
უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
სასურველია უმაღლესი განათლება, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
სავალდებულოა, მინ. 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
სავალდებულოა, MS Office (Excel, Word) პროგრამების ცოდნა;
პრიორიტეტად ჩაითვლება, RS-ზე მუშაობის გამოცდილება;
სასურველია, ინგლისური ენის ცოდნა;
სამუშაო პირობები:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე;
ადგილმდებარეობა - თბილისი.
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
კვება;
პარკინგი;
ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსებისა და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 13 დეკემბერი, 2024.
ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!