„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • მონაცემების დამუშავება და მათი ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების მომზადება;

  • რეპორტების ანალიზი, მომხმარებელთა სეგმენტაცია მათი ქცევისა და სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით;

  • რეპორტების საფუძველზე არსებულ შეთავაზებებსა და აქციებზე დაკვირვება, შედეგიანობის განსაზღვრა;

  • ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე რეპორტების დამუშავება და წარდგენა, მითითებულ ვადებში;

 

ძირითადი მოთხოვნები:

 

  • სასურველია, უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მათემატიკის, ბიზნესის, სტატისტიკის ან ეკონომიკის მიმართულებით;

  • სასურველია, მსგავსი მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

  • აუცილებელია, ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;

  • აუცილებელია, ანალიტიკური უნარების ქონა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება/დანახვის უნარი;

  • აუცილებელია, მონაცემებთან მუშაობის კულტურა, სიზუსტე და საკუთარი თუ სხვისი შეცდომების აღმოჩენის უნარი;

  • აუცილებელია, შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და განვითარების სურვილი.

 

სამუშაო პირობები:

 

ხუთი სამუშაო დღე კვირაში

სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ

ადგილმდებარეობა - თბილისი

 

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

 

  • ბონუსი;

  • კვება;

  • პარკინგი;

  • კორპორატიული დაზღვევა;

  • პროფესიული ზრდა/განვითარების დაფინანსება.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com

 

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 29 ოქტომბერი, 2024.

 

გისურვებთ წარმატებას!


გამოაგზავნეთ განაცხადი

თქვენი განაცხადის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ, რომ შპს „ბეთლაივმა“ (ს/ნ: 404983238; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, პეკინიზ გამზ., N41) დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის თანხმობის საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს შპს „ბეთლაივის“ მიერ აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა და შეფასება მოქმედი ან/და სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებთან, აპლიკანტსა და შპს „ბეთლაივს“ შორის შრომითი ურთიერთობის წარმოშობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს მიერ წინამდებარე განაცხადის ფარგლებში მოწოდებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1.5 წლის (წელიწადნახევრის) ვადით, რის შემდეგაც იგი წაიშლება/განადგურდება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. აპლიკანტი უფლებამოსილია ელექტრონულ ფოსტაზე: hrteam@betlive.com მიმართვის გზით მოითხოვოს ინფორმაცია შპს „ბეთლაივის“ მიერ მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, შევსება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება. შპს „ბეთლაივსა“ და აპლიკანტს შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ წინამდებარე განაცხადის ფარგლებში მოწოდებული პერსონალური მონაცემები შეინახება HireHive LTD-ის (ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში (Cloud), რომლის შესახებაც დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ-გვერდზე: www.hirehive.com