„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
პროდუქტის მენეჯერის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა;
ტექნიკურ, დიზაინის, მარკეტინგისა და მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდებთან კომუნიკაცია;
პროდუქტის მოთხოვნების დოკუმენტაციის განახლება და პროცესების აღწერა;
გუნდისა და მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის ანალიზი და გაფილტვრა;
პროდუქტის დოკუმენტაციის მოწესრიგება და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
დაინტერესება ციფრული პროდუქტების განვითარებით;
დაინტერესება სპორტის სფეროთი;
დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა და მაღალი ორგანიზებულობა;
კარგი კომუნიკაციის უნარი – როგორც წერითი, ისე ზეპირი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პროფესიული დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ.
სამუშაო პირობები:
ხუთი სამუშაო დღე კვირაში
სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ
ადგილმდებარეობა - თბილისი
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
კვება;
პარკინგი;
ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და გამოგვიგზავნოთ თქვენი პორტფოლიო. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 31 ივლისი, 2025.
ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!