betlive ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, შექმნას ყველაზე სწრაფი, კომფორტული და, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მორგებული სათამაშო სივრცე.


ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური და მუდმივი შესაძლებლობა.

 

შესასრულებელი ამოცანები:

  • HR ადმინისტრაციული პროცესების ოპტიმიზაცია და დოკუმენტაციის მართვა;

  • HR ოპერაციული პროცესების სრული ციკლის მართვა: შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებებისა და სხვა HR დოკუმენტების მომზადება და კონტროლი;

  • ხელფასების და ცვლადი კომპონენტების (ბონუსები, overtime) დარიცხვის პროცესის ადმინისტრირება;

  • შრომის კანონმდებლობის და შიდა პოლიტიკის დაცვა, თანამშრომლების დისციპლინური საკითხების ადმინისტრირება;

  • გარე აუდიტებისთვის HR დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა და პროცესის სრული კოორდინაცია;

  • კომპანიის ბენეფიტებზე მუშაობა - პროცესის ადმინისტრირება და შესაბამის პარტნიორებთან კომუნიკაცია;

  • თანამშრომელთა გამოცდილების გაუმჯობესების ინიციატივების ინიცირება და განხორციელება;

  • უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი.


ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია, ადამიანური რესურსების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

  • აუცილებელია,  საოფისე კომპიუტერული პროგრამა Excel-ის ცოდნა;

  • აუცილებელია, შრომის კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა;

  • სასურველია, HR  სოფტში მუშაობის გამოცდილება;


სამუშაო პირობები:

  • სტანდარტული გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00;

  • სამუშაო ადგილი: თბილისი;

  • On - Site


კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტები:

  • კვება;

  • პარკინგი;

  • ბონუსი;

  • კორპორატიული დაზღვევა;

  • პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, რის შემდეგაც ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com


რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 29 ივნისი, 2026.

 

betlive გისურვებთ წარმატებას!



გამოაგზავნეთ განაცხადი