„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • HR პოლიტიკებისა და შიდა პროცედურების შექმნა, განახლება და დანერგვა;

  • არსებული პროცესების რეგულარული შეფასება და ოპტიმიზაციის შეთავაზება, რომელიც შეესაბამება შიდა სტანდარტებს და კანონმდებლობის მოთხოვნებს;

  • HR პროცესების მონიტორინგი და გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება;

  • მენეჯერების მხარდაჭერა სხვადასხვა საკითხში, როგორებიცაა შეფასება, მოტივაცია, თანამშრომელთა ჩართულობა და კეთილდღეობა;

  • რეგულარული 1:1 შეხვედრების ჩატარება მენეჯერებთან საჭიროებების, გამოწვევებისა და დეპარტამენტების დინამიკის გასაანალიზებლად;

  • შიდა კომუნიკაციის და თანამშრომელთა უკუკავშირის პროცესების მხარდაჭერა;

  • ფოკუსირება ორგანიზაციის სტრუქტურისა და HR პროცესების განვითარებაზე, თანამშრომელთა ჩართულობისა და გამოცდილების გაუმჯობესებაზე;

  • თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევების დაგეგმვა და ანალიზი.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • ადამიანური რესურსების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

  • პროცედურების გაწერისა და ადმინისტრაციული პროცესების მართვის გამოცდილება;

  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების მაღალი;

  • კონფლიქტების მართვის გამოცდილება და მაღალი ემოციური ინტელექტი;

  

სამუშაო პირობები:

  • ორშაბათი - პარასკევი (On – site);

  • სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ;

  • ადგილმდებარეობა - თბილისი.

  

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

  • კვარტლური ბონუსი;

  • კვება;

  • პარკინგი;

  • კორპორატიული დაზღვევა;

  • პროფესიული ზრდა/განვითარების დაფინანსება.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com

  

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 10 დეკემბერი, 2025.

 

ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!

 

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება შპს „ბეთლაივი“ (ს/ნ: 404983238; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, პეკინის გამზ., N41) კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: • ბეთლაივი თქვენ შესახებ დაამუშვებს ვაკანსიის განაცხადში და რეზიუმეში მითითებულ პერსონალურ მონაცემებს (მაგ. სახელი, გვარი, პოზიცია, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ.). • თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 6 წლის ვადით (საშუალო მენეჯმენტის ქვემოთ ნებისმიერი კანდიდატის ინფორმაცია - 2 წლის ვადით; საშუალო მენეჯმენტის კანდიდატის მონაცემები: 4 წლის ვადით და უმაღლესი მენეჯმენტის კანდიდატის 6 წლის ვადით), რის შემდეგაც იგი წაიშლება/განადგურდება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.; • თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს „ბეთლაივი“ ამუშავებს თქვენ შესახებ ასევე, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ: პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი მარიამ მიქელთაძე: DPO@betlive.com ან ადამიანური რესურსების განყოფილება: hrteam@betlive.com • რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. • შპს „ბეთლაივსა“ და აპლიკანტს შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. • გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ წინამდებარე განაცხადის ფარგლებში მოწოდებული პერსონალური მონაცემები შეინახება HireHive LTD-ის (ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში (Cloud), რომლის შესახებაც დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ-გვერდზე: www.hirehive.com.