„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების შესაძლებლობა.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის თანამშრომლებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა კომპანიის ფუნქციონირებასთან, სამომავლო პროექტებთან, პროდუქტებთან დაკავშირებით კანონმდებლობასთან შესაბამისობისთვის.

  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგი, დროული ინფორმირება და სანებართვო დოკუმენტაციის შედგენა.

  • ონლაინ კაზინოს რეგულაციებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა (პასუხისმგებლიანი თამაში, რეკლამირება, ბონუსები, მომხმარებლის უფლებები)

  • დადგენილი პერიოდულობით სანებართვო და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების გადახდის თაობაზე შესაბამისი დოკუმენტების თანდართვით განცხადებების წარდგენა სსიპ შემოსავლების სამსახურში;

  • სანებართვო პირობების შერჩევითი და გეგმიური შემოწმებების პროცესში მაქსიმალური ჩართულობა, შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით;

  • საჭიროების შემთხვევაში, რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება, როგორც ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ისე სასამართლოში;

  • ხელშეკრულებების, შეთანხმებების, ბრძანებების, განცხადებების, მინდობილობების, საჩივრების, სარჩელების და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის  მომზადება;

  • საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის პრობლემურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია სასამართლო დავების თავიდან აცილების მიზნით;

  • ხელმძღვანელის დავალებების დროული შესრულება და გადაწყვეტილებების მიღება მასთან შეთანხმებით.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია, სამართლის მიმართულებით ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი;

  • პრიორიტეტად ჩაითვლება, სათამაშო ან ნებართვებს დაქვემდებარებულ ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;

  • მინ. 4 წლიანი გამოცდილება უფროსი იურისტის პოზიციაზე;

  • ინგლისური ენის ცოდნა;

  

სამუშაო პირობები:

  • ხუთი სამუშაო დღე კვირაში;

  • სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ;

  • ადგილმდებარეობა - თბილისი;

  • On - Site.

  

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

  • კვარტლური ბონუსი;

  • კვება;

  • პარკინგი;

  • კორპორატიული დაზღვევა;

  • პროფესიული ზრდა/განვითარების დაფინანსება.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com

  

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 23 დეკემბერი, 2025.

 

ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება შპს „ბეთლაივი“ (ს/ნ: 404983238; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, პეკინის გამზ., N41) კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: • ბეთლაივი თქვენ შესახებ დაამუშვებს ვაკანსიის განაცხადში და რეზიუმეში მითითებულ პერსონალურ მონაცემებს (მაგ. სახელი, გვარი, პოზიცია, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ.). • თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 6 წლის ვადით (საშუალო მენეჯმენტის ქვემოთ ნებისმიერი კანდიდატის ინფორმაცია - 2 წლის ვადით; საშუალო მენეჯმენტის კანდიდატის მონაცემები: 4 წლის ვადით და უმაღლესი მენეჯმენტის კანდიდატის 6 წლის ვადით), რის შემდეგაც იგი წაიშლება/განადგურდება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.; • თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს „ბეთლაივი“ ამუშავებს თქვენ შესახებ ასევე, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ: პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი მარიამ მიქელთაძე: DPO@betlive.com ან ადამიანური რესურსების განყოფილება: hrteam@betlive.com • რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. • შპს „ბეთლაივსა“ და აპლიკანტს შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. • გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ წინამდებარე განაცხადის ფარგლებში მოწოდებული პერსონალური მონაცემები შეინახება HireHive LTD-ის (ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში (Cloud), რომლის შესახებაც დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ-გვერდზე: www.hirehive.com.