„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების შესაძლებლობა.


შესასრულებელი ამოცანები:


  • პროექტის განხილვა და გაწერა, პროექტში ჩართული განყოფილებების განსაზღვრა, პროექტის ვადების დადგენა, ბიუჯეტის განსაზღვრა და მისი შესრულებისთვს საჭირო მოქმედებების კოორდინირება;

  • ახალი ან არსებული პროექტის ცვლილების შესახებ მოთხოვნის მიღება, მიღებული მოთხოვნის ანალიზი, მისი შეთანხმება დამკვეთთან და შემსრულებელთან;

  • პროექტის მონიტორინგი, საპილოტე რეჟიმში დაკვირვება და დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის სისტემატიური შეფასება/კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების სტეიკჰოლდერებთან შეთანხმება;

  • დამკვეთისთვის პროექტის ჩაბარება და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;

  • ახალი პროდუქტის შექმნაში და ბიზნეს იდეის პროექტად ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება და პროექტის ფარგლებში დავალებების დელეგირება;

  • ჩაბარებული პროქტის ფარგლებში დამკვეთისთვის ტრენინგის დაგეგმვა და ჩატარება;

  • პროექტის ვიზუალური მხარის ზედამხედველობა და ვებ საიტის კონტროლი.

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;

  • აიტი პროექტების მიმართულებით  სამუშაო გამოცდილება;

  • პროექტების მართვის  მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;

  • ინგლისური ენის ცოდნა;

  • ანალიტიკური აზროვნება;

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

 

სამუშაო პირობები:

 

  • ხუთი სამუშაო დღე კვირაში

  • სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ.

  • ადგილმდებარეობა - თბილისი

 

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

 

  • კვება;

  • პარკინგი;

  • ბონუსი;

  • კორპორატიული დაზღვევა;

  • პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.



დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com


რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 14 მაისი, 2024.

 

ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!


 

გამოაგზავნეთ განაცხადი

თქვენი განაცხადის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ, რომ შპს „ბეთლაივმა“ (ს/ნ: 404983238; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, პეკინიზ გამზ., N41) დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის თანხმობის საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს შპს „ბეთლაივის“ მიერ აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა და შეფასება მოქმედი ან/და სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებთან, აპლიკანტსა და შპს „ბეთლაივს“ შორის შრომითი ურთიერთობის წარმოშობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს მიერ წინამდებარე განაცხადის ფარგლებში მოწოდებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1.5 წლის (წელიწადნახევრის) ვადით, რის შემდეგაც იგი წაიშლება/განადგურდება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. აპლიკანტი უფლებამოსილია ელექტრონულ ფოსტაზე: hrteam@betlive.com მიმართვის გზით მოითხოვოს ინფორმაცია შპს „ბეთლაივის“ მიერ მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, შევსება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება. შპს „ბეთლაივსა“ და აპლიკანტს შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ წინამდებარე განაცხადის ფარგლებში მოწოდებული პერსონალური მონაცემები შეინახება HireHive LTD-ის (ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში (Cloud), რომლის შესახებაც დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ-გვერდზე: www.hirehive.com