„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.
ძირითადი მოვალეობები:
მიიღოს და გაანალიზოს ბიზნეს მოთხოვნების დოკუმენტი, და მოახდინოს პროექტის სრული სიცოცხლის ციკლის მართვა;
განსაზღვროს და კოორდინაცია გაუწიოს cross-functional გუნდებს (Product, Engineering, Design, Marketing, Compliance, Customer Service და სხვ.)
უზრუნველყოს Kick-off შეხვედრების ორგანიზება, ჩართულ გუნდებში პროექტის იდეის ეფექტური გადატანა და შეთანხმება;
დაგეგმოს და მართოს პროექტის ვადები, მიიღოს გუნდებისგან წინასწარი შეფასებები და გააკონტროლოს მათი შესრულება;
მოამზადოს user stories და business specifications, რომლებიც გაუწევს გზამკვლელობას product და engineering გუნდებს;
უზრუნველყოს მიმდინარე რეპორტინგი სტეიკჰოლდერების და მენეჯმენტის მიმართულებით;
დაეხმაროს გუნდებს Backlog-ის დამუშავებაში, Sprint Planning-ის და Acceptance Criteria-ის განსაზღვრაში;
მოახდინოს პრიორიტეტების შეფასება მომხმარებლის გავლენის, სტრატეგიული ღირებულების და ტექნიკური შესაძლებლობების მიხედვით;
იმუშაოს ეფექტურად და მოქნილად სწრაფად ცვალებად გარემოში.
ძირითადი მოთხოვნები:
3+ წლის გამოცდილება Project Management-ში;
გამოცდილება სტრატეგიულ/დიდ პროექტებში მონაწილეობისა და მართვის;
ძლიერი ანალიტიკური, ორგანიზაციული და კომუნიკაციური უნარები;
გამოცდილება cross-functional გუნდებთან მუშაობაში;
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (რუსული ცოდნა ჩაითვლება პლუსად);
პასუხისმგებლობა, პროაქტიულობა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის უნარი;
Jira, Asana, Confluence, Miro ან სხვა მსგავსი ინსტრუმენტების ცოდნა.
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტები:
კვება;
პარკინგი;
ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 29 მაისი, 2025.
ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!