betlive ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, შექმნას ყველაზე სწრაფი, კომფორტული და, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური და მუდმივი შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
Enterprise დონის ჰაიპერვიზორების (VMware vSphere/ESXi) და მონაცემთა შენახვის სისტემების (SAN, NAS, iSCSI, FC) კლასტერული მართვა და რესურსების განაწილება;
Linux (Debian/Ubuntu, RHEL/CentOS) სერვერების ინსტალაცია, კონფიგურაცია, ოპტიმიზაცია და ყოველდღიური ადმინისტრირება;
განაწილებული, Active-Active ან Active-Passive დატაცენტრების არქიტექტურის მხარდაჭერა და სინქრონიზაციის პროცესების მართვა;
სარეზერვო ინფრასტრუქტურის მართვა, RPO/RTO მოთხოვნებზე მორგებული პოლიტიკების გაწერა და აღდგენის (Disaster Recovery) პროცედურების რეგულარული ტესტირება;
Nginx/IIS Web Server-ების ადმინისტრირება, HTTP/HTTPS პროტოკოლების ცოდნა, TLS/SSL სერტიფიკატების მართვა, Web Application არქიტექტურის გაგება, ლოგების ანალიზი და Web ინფრასტრუქტურის troubleshooting;
Nginx ან HAProxy სერვერების გამართვა, ტრაფიკის ბალანსირება და ქეშირების პოლიტიკების დანერგვა;
ინფრასტრუქტურისა და ქსელის მონიტორინგის სისტემების (მაგ. PRTG, Zabbix) და ცენტრალიზებული ლოგების აგრეგაციის პლატფორმების (Graylog) განვითარება და მართვა;
კომპლექსური ინციდენტების დიაგნოსტიკა, გადაჭრა და Root Cause Analysis (RCA) დოკუმენტირება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მინიმუმ 4-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სისტემური ადმინისტრირების მიმართულებით Enterprise გარემოში;
ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაწყვეტის უნარი.
სასურველია:
ქსელური პროტოკოლების (TCP/IP, BGP, OSPF, STP, LACP….), უსაფრთხოების პრინციპების და VPN ტექნოლოგიების კონცეფციური ცოდნა;
Windows Server ადმინისტრირების გამოცდილება (Active Directory, Exchange);
Microsoft 365 ადმინისტრირების გამოცდილება;
Infrastructure as Code - Ansible ან Terraform;
კონტეინერიზაცია - Docker, Docker Swarm, Kubernetes;
Cloudflare ან სხვა CDN/WAF პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
სტანდარტული გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00;
სამუშაო ადგილი: თბილისი;
On - Site
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტები:
კვება;
პარკინგი;
ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, რის შემდეგაც ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 17 სექტემბერი, 2026.
betlive გისურვებთ წარმატებას!