betlive ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, შექმნას ყველაზე სწრაფი, კომფორტული და, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მორგებული სათამაშო სივრცე.


ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური და მუდმივი შესაძლებლობა.

 

შესასრულებელი ამოცანები:

  

  • საიტზე ინფორმაციის განთავსება/მოდიფიკაცია და მონიტორინგი;

  • ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე ტექსტის დამუშავება, განახლება და მონიტორინგი;

  • საიტზე ბანერების განთავსება და კონტროლი;

  • საიტისთვის პოპაპების აწყობა და გაშვება;

  • საიტზე ახალი თამაშების დამატება და საიტის მენიუს განახლება/კონტროლი;

  • მომხმარებლებისთვის სმს-ების და სხვა საკომუნიკაციო არხებში მესიჯების გაგზავნა;

  • სხვადასხვა იდეების და ინოვაციების პროექტის სახით ჩამოყალიბება და ხელმძღვანელთან წარდგენა;

  • მომსახურებაში ჩართული თანამშრომლების, განყოფილებების უზრუნველყოფა განახლებული ინფორმაციით;

  • ხელმძღვანელთან ანგარიშის წარდგენა;

  • სხვა დეპარტამენტიდან მიღებული ანგარიშის ანალიზი და მაკორექტირებელი მოქმედეების დაგეგმვა;

  • ვებსაიტის კონტენტზე ინიციატივების გამოვლენა და ახალი ფორმების მოფიქრება;

  • პარტნიორებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად კონტენტის მონიტორინგი.

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება, სასურველია, მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;

  • სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგში;

  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;

  • Microsoft პროგრამების ცოდნა;


სამუშაო პირობები:

  • სტანდარტული გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00;

  • სამუშაო ადგილი: თბილისი;

  • On - Site


 კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

  • კვება;

  • პარკინგი;

  • ბონუსი;

  • კორპორატიული დაზღვევა;

  • პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, რის შემდეგაც ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com


რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 3 თებერვალი, 2026.

 

betlive გისურვებთ წარმატებას!

 

 

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება შპს „ბეთლაივი“ (ს/ნ: 404983238; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, პეკინის გამზ., N41) კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: • ბეთლაივი თქვენ შესახებ დაამუშვებს ვაკანსიის განაცხადში და რეზიუმეში მითითებულ პერსონალურ მონაცემებს (მაგ. სახელი, გვარი, პოზიცია, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ.). • თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 6 წლის ვადით (საშუალო მენეჯმენტის ქვემოთ ნებისმიერი კანდიდატის ინფორმაცია - 2 წლის ვადით; საშუალო მენეჯმენტის კანდიდატის მონაცემები: 4 წლის ვადით და უმაღლესი მენეჯმენტის კანდიდატის 6 წლის ვადით), რის შემდეგაც იგი წაიშლება/განადგურდება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.; • თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს „ბეთლაივი“ ამუშავებს თქვენ შესახებ ასევე, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ: პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი მარიამ მიქელთაძე: DPO@betlive.com ან ადამიანური რესურსების განყოფილება: hrteam@betlive.com • რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. • შპს „ბეთლაივსა“ და აპლიკანტს შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. • გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ წინამდებარე განაცხადის ფარგლებში მოწოდებული პერსონალური მონაცემები შეინახება HireHive LTD-ის (ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში (Cloud), რომლის შესახებაც დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ-გვერდზე: www.hirehive.com.