„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.

 

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  

  • საიტზე ინფორმაციის განთავსება/მოდიფიკაცია და მონიტორინგი;

  • ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე ტექსტის დამუშავება, განახლება და მონიტორინგი;

  • საიტზე ბანერების განთავსება და კონტროლი;

  • საიტისთვის პოპაპების აწყობა და გაშვება;

  • საიტზე ახალი თამაშების დამატება და საიტის მენიუს განახლება/კონტროლი;

  • მომხმარებლებისთვის სმს-ების და სხვა საკომუნიკაციო არხებში მესიჯების გაგზავნა.

 

 

ძირითადი მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

  • სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება მარკეტინგში;

  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

  • Microsoft პროგრამების ცოდნა;

 

 სამუშაო პირობები:


დასაქმების ტიპი - დროებითი ხელშეკრულება

ხუთი სამუშაო დღე კვირაში

სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ.

ადგილმდებარეობა - თბილისი

 

 კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

  • ბონუსი

  • კვება

  • პარკინგი

  • კორპორატიული დაზღვევა

  • პროფესიული ზრდა/განვითარების დაფინანსება

 

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com

 

 რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 18 დეკემბერი, 2024.

  

ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!

გამოაგზავნეთ განაცხადი

თქვენი განაცხადის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ, რომ შპს „ბეთლაივმა“ (ს/ნ: 404983238; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, პეკინიზ გამზ., N41) დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის თანხმობის საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს შპს „ბეთლაივის“ მიერ აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა და შეფასება მოქმედი ან/და სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებთან, აპლიკანტსა და შპს „ბეთლაივს“ შორის შრომითი ურთიერთობის წარმოშობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს მიერ წინამდებარე განაცხადის ფარგლებში მოწოდებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1.5 წლის (წელიწადნახევრის) ვადით, რის შემდეგაც იგი წაიშლება/განადგურდება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. აპლიკანტი უფლებამოსილია ელექტრონულ ფოსტაზე: hrteam@betlive.com მიმართვის გზით მოითხოვოს ინფორმაცია შპს „ბეთლაივის“ მიერ მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, შევსება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება. შპს „ბეთლაივსა“ და აპლიკანტს შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ წინამდებარე განაცხადის ფარგლებში მოწოდებული პერსონალური მონაცემები შეინახება HireHive LTD-ის (ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში (Cloud), რომლის შესახებაც დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ-გვერდზე: www.hirehive.com