ვებ - კონტენტ მენეჯერი
„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.
ძირითადი მოვალეობები:
საიტზე ინფორმაციის განთავსება/მოდიფიკაცია და მონიტორინგი;
ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე ტექსტის დამუშავება, განახლება და მონიტორინგი;
საიტზე ბანერების განთავსება და კონტროლი;
საიტისთვის პოპაპების აწყობა და გაშვება;
საიტზე ახალი თამაშების დამატება და საიტის მენიუს განახლება/კონტროლი;
მომხმარებლებისთვის სმს-ების და სხვა საკომუნიკაციო არხებში მესიჯების გაგზავნა;
სხვადასხვა იდეების და ინოვაციების პროექტის სახით ჩამოყალიბება და ხელმძღვანელთან წარდგენა;
მომსახურებაში ჩართული თანამშრომლების, განყოფილებების უზრუნველყოფა განახლებული ინფორმაციით;
ხელმძღვანელთან ანგარიშის წარდგენა;
სხვა დეპარტამენტიდან მიღებული ანგარიშის ანალიზი და მაკორექტირებელი მოქმედეების დაგეგმვა;
ვებსაიტის კონტენტზე ინიციატივების გამოვლენა და ახალი ფორმების მოფიქრება;
პარტნიორებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად კონტენტის მონიტორინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, სასურველია, მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგში;
ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
Microsoft პროგრამების ცოდნა;
სამუშაო პირობები:
ხუთი სამუშაო დღე კვირაში
სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ.
ადგილმდებარეობა - თბილისი
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
ბონუსი
კვება
პარკინგი
კორპორატიული დაზღვევა
პროფესიული ზრდა/განვითარების დაფინანსება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 18 იანვარი, 2026.
ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!