„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
სხვადასხვა ფორმატში გადაღებული ვიდეო მასალის კომპიუტერში შეყვანა და დამონტაჟება გაწერილი ბრიფის მიხედვით;
ვიდეოს შინაარსისა და საჭიროებიდან გამომდინარე, გრაფიკული ელემენტების შექმნა;
ფერების კორექცია;
ხმის დაბალანსება;
რენდერი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
აუცილებელია, Adobe Premiere-სა და Adobe After Effects-ის კარგად ცოდნა;
დამატებით სხვა პროგრამების (Photoshop, Illustrator) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
დადგენილ ვადებში სამუშაოს ხარისხიანად შესრულება.
სამუშაო პირობები:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00-19:00 საათამდე;
ადგილმდებარეობა - თბილისი.
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
კვება;
პარკინგი;
ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 25 თებერვალი, 2025.
გისურვებთ წარმატებას!