VIP მომხმარებლების მომსახურების უმცროსი მენეჯერი
„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების შესაძლებლობა.
ძირითადი ამოცანები:
VIP მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მათთვის კომპანიის პროდუქტებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და ახალი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
კომპანიის ყველა პროდუქტის - სპორტის, სლოტის, კაზინოს, მინი თამაშების, პოკერის და სამაგიდო თამაშების განვითარებაზე ზრუნვა;
კომპანიის არსებული ბაზრის და მისი კონკურენტების კვლევა, შესაბამისი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
VIP მომხმარებლებისთვის ახალი შეთავაზებების დაგეგმვასა და მომზადების პროცესში ჩართულობა და შესრულების ვადების კონტროლი;
აქციის ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
შეთავაზებული აქციების, შედეგების ანალიზი და რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია, კომპანიის საიტზე არსებული პროდუქტების ცოდნა;
მნიშვნელოვანია, მომსახურების სფეროში მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
MS საოფისე პროგრამების ცოდნა;
აუცილებელია, ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
სტრესულ სიტუაციებთან სწრაფად გამკლავების უნარი.
სამუშაო პირობები:
გრაფიკი - სტანდარტული;
ადგილმდებარეობა - თბილისი.
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
კვება;
პარკინგი;
ყოველთვიური ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2 ოქტომბერი, 2024.
გისურვებთ წარმატებას!